საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
პირადი სივრცე

ცირკულაციის ტუმბო — სათადარიგო ნაწილი #269

ცირკულაციის ტუმბო — სათადარიგო ნაწილი #269

აღწერა

  • კონდენსატორი

    მოგეხსენებათ ბუნებრივ აირზე მომუშავე კედლის ქვაბები დაკომპლექტებულია სხვადასხვა მწარმოებლის და დიზაინის საცირკულაციო ტუმბოთი. ტუმბოს მუშაობისთვის საჭიროა კონდენსატორი. კედლის ქვაბების ტუმბოებში ძირითადად გვხვდება ორი სიმძლავრის კონდენსატორი 2 მიკროფარადიანი და 2,5 მიკროფარადიანი.

    ტუმბოს გარკვეული პერიოდი მუშაობის დროს, კონდენსატორის სიმძლავრე მცირდება, რაც იწვევს ტუმბოს სიმძლავრის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იწვევს ქვაბიდან სითბოს ცუდად გადაცემას, გათბობის სისტემაში ბოლო რადიატორების არასაკმარისად გაცხელებას და ქვაბის გადახურების შემთხვევებსაც კი.

    კონდენსატორის ვიზუალური დათვალიერება არ განსაზღვრავს მის რეალურ სიმძლავრეს, რომელიც იზომება სპეციალური მოწყობილობით. მოწყობილობის გარეშე, ტუმბოს სიმძლავრის დანაკარგის დადგენა შესაძლებელია, ტუმბოს როტორის  ხელით  დაჭერით და ძაბვის მიწოდებით. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა უნდა გაგვიწიოს როტორმა.

    ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც  2 მიკროფარადიანი ასევე 2.5 მიკროფარადიან კონდენსატორი. WILO-სთვის, Grundfos-ისთვის,Dab-ისთვის და სხვა საცირკულაციო ტუმბოებისთვის.

რჩეულებში დამატება
10.00
არ არის მარაგში
პროდუქტი კალათშიაკალათში გადასვლა